აშშ-ში ვიზიტისას რეფორმატორები კორუფციაზე საუბრობენ
(თბილისი, 16 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ზურაბ ჟვანიამ 14 თებერვალს ვოშინგტონში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში, საქართველოში კორუფციის დამარცხების აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც ცენტრის ვებ-საიტი იტყობინება, “ზურაბ ჟვანიას მეთაურობით ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს საშინაო რეფორმებზე ისაუბრეს”. ზურაბ ჟვანიასთან ერთად აშშ-ში სტუმრად იმყოფებიან იუსტიციის ყოფილი მინისტრი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე რევაზ ადამია და საგადასახადო შემოსავლების ყოფილი მინისტრი მიხეილ მაჭავარიანი.
This post is also available in: English (ინგლისური)