ოთხი პოლიციელი გატაცეს პანკისში
(თბილისი, 18 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – პანკისის ხეობის სოფელ დუისში კრიმინალები თავს დაესხნენ შინაგანი ჯარების ორ საგუშაგოს და ოთხი პოლიციელი გაიტაცეს 17 თებერვალს გვიან საღამოს. საგუშაგოებზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პიროვნება დააკავა. გამტაცებელთა მოთხოვნები ჯერ-ჯერობით უცნობია. ამჟამად პანკისის ხეობაში სულ ექვსი ადამიანია გატაცებული – აზიზ ხალილოვი, სასულიერო პირი ბასილ მაჩიტაძე და ოთხი პოლიციელი.
This post is also available in: English (ინგლისური)