ჟვანიას განცხადებით, რუსეთი პანკისის თემას საქართველოზე ზეწოლისთვის იყენებს
(თბილისი, 19 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, 18 თებერვალს “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებას საქართველოზე ზეწოლის მოსახდენად იყენებს. ჟვანიას განცხადებით, ამერიკის მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პანკისის საკითხი იყო განხილული. `ჩვენი მეგობრები შეერთებულ შტატებში წუხან იმის შესახებ, რომ პანკისის ხეობაში დაძაბული სიტუაცია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ შეიძლება იყო გამოყენებული. მათ სჯერათ, რომ პანკისის პრობლემა არის არის ქართული მხარის მიერ შექმნილი და რომ ეს ჩეჩნეთში რუსეთის სტრატეგიის გამოხატულებაა”, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
This post is also available in: English (ინგლისური)