საქართველო ირწმუნება, რომ პანკისის პრობლემას დამოუკიდებლად მოაგვარებს
(თბილისი, 19 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს პრეზიდენტის პრეს-ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შეახებ, რომ საქართველოს დამოუკიდებლად შეუძლია პანკისის პრობლემის მოგვარება. პრეზიდენტის პრეს-მდივანმა კახა იმნაძემ უარყო საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველომ დახმარებისათვის სხვა სახელმწიფოებს მიმართა. `ერთიანი ოპერაციების ჩატარება არარეალურია”, განაცხადა იმნაძემ. 17 თებერვალს პანკისში ბოროტმოქმედებმა ქართული ბლოკპოსტებიდან 4 პოლიციელი გაიტაცეს.
This post is also available in: English (ინგლისური)