აშშ საქართველოს სამხედრო დახმარებას გაუწევს, აცხადებს აშშ-ს ელჩი რუსეთში
(თბილისი, 23 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს პანკისის ხეობაში სამხედრო ოპერაციის განხორციელებას, განაცხადა 22 თებერვალს აშშ-ს ელჩმა რუსეთში ალექსანდრე ვერშბოუმ. “ამერიკის მთავრობა საქართველოს სამხედრო აღჭურვილობით მოამარაგებს, რათა მან საკუთარი ტერიტორიისა და საზღვრების დაცვა შეძლოს”, განაცხადა მან სანკტ პეტერბურგში. ვერშბოუს თქმით, ამერიკის მიერ საქართველოსთვის გაწეული სამხედრო დახმარება რუსეთისთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.
This post is also available in: English (ინგლისური)