ამერიკელი ექსპერტები ქართულ ანტიტერორიტულ შენაერთებს გაწვრთნიან

ამერიკელ სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც საქართველოს უახლოეს დღეებში ეწვევა, თავდაცვის სამინისტროს ერთ სამხდერო შენაერთს გაწვრთნის, ტელეკომპანია “რუსთავი 2” იტყობინება.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, დაახლოებით 500-600 სამხედრო გაიწვრთნება.

“ამერიკის მთავრობა საქართველოს სამხედრო აღჭურვილობით მოამარაგებს, რათა მან საკუთარი ტერიტორიისა და საზღვრების დაცვა შეძლოს”, განაცხადა 22 დეკემბერს აშშ-ს ელჩიმა რუსეთში ალექსანდრე ვერშბოუმ.

This post is also available in: English (ინგლისური)