სამართალდამცველები პანკისში მძევლის მკვლელობას არ ადასტურებენ
(თბილისი, 24 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას პანკისის ხეობაში მძევლად მყოფი აბდულა ხალილოვის მკვლელობის შესახებ. აზერბაიჯანელი ეროვნების საქართველოს მოქალაქე გამტაცებლებს გასული წლის ოქტომბრიდან ყავთ დაკავებული. ამჟამად პანკისში გამტაცებლების ხელში ხალილოვის გარდა ბერი ბასილ მაჩიტაძეც იმყოფება. მათი განთავისუფლებისთვის კრიმინალები გამოსასყიდს ითხოვენ.
This post is also available in: English (ინგლისური)