ა.შ.შ. საქართველოსთვის ანტიტერორისტული დახმარების პროგრამას იწყებს
(თბილისი, 27 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – “პენტაგონმა დაიწყო საბრძოლო ვერტმფრენების მიწოდება საქართველოსთვის და სულ მალე დაიწყებს ქართული ბატალიონების წვრთნას რათა ისინი პანკისის ხეობაში მყოფ ტერორისტებს გაუმკლავდნენ,” წერს “ვოშინგტონ პოსტის” დღევანდელი ნომერი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში ჩამოვა ამერიკელ სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბატალიონის ერთ-ერთ ნაწილს წვრთნებს ჩაუტარებს.
This post is also available in: English (ინგლისური)