რუსეთი საქართველოში ამერიკის ჯარების შემოსვლის წინააღმდეგია
(თბილისი, 27 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – “ამერიკის სამხედრო ჯარების შემოსვლა პანკისის ხეობაში ვითარების დაძაბვას გამოიწვევს,” განაცხადა 27 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა. მინისტრის განცხადებით, რუსეთმა უკვე შესთავაზა საქართელოს მხარეს პანკისში ანტიტერორისტული ოპერაციის გატარება. `ამ რეგიონში სტაბილურობის დამყარება რუსეთისთვის და საქართველოსთვის აუცილებელია”, თქვა მან. ამერიკის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კვირის ბოლოს აშშ-ის სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზას გახსნიან. თბილისში ამ განცხადებას უარყოფენ საქრთველოს თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროები აცხადებენ, რომ პანკისში სამხედრო ოპერაცია დაგეგმილი არ არის.
This post is also available in: English (ინგლისური)