ბოუჩერის თქმით, აშშ საქართველოში სამხედრო დანაყოფებს არ გზავნის

(თბილისი, 28 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – “ვფიქრობ, რომ პენტაგონის სპიკერებმა დილით გარკვევით თქვეს, რომ ჩვენ არ გვისაუბრია აშშ-ის შეიარაღებული ძალების საქართველოში გაგზავნაზე და რომ ეს არც იგეგმება”, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა რიჩარდ ბოუჩერმა 27 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.

ამერიკის საინფორმაციო სამსახურებმა 27 თებერვალს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები გაგზავნილი იქნება საქართველოში, კერძოდ პანკისის ხეობაში, სადაც ალ ქაიდას წარმომადგენლები და ჩეჩენი მებრძოლები იმყოფებიან, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ფრონტი გაიხსნება.

ბოუჩერის თქმით, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ტერორიზმის აგრესიის წინააღმდეგ და საკუთარი თავდაცვის ასამაღლებლად უკვე რამდენიმე წელია მუშაობენ.  აშშ-სა და საქართველოს მთავრობა უშიშროების სფეროში მხარდასაჭერად უკვე ხუთ წელიწადზე მეტია თანამშროლმლობენ. 

“ჩვენ ახლა ვმუშაობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სპეცსამსახურების წვრთნისა და აღჭურვის პროექტზე, რომელიც საქართველოს დაეხმარება უკეთ გააკონტროლოს საკუთარი საზღვრები და თავი დაიცვას ტერორიზმის ელემენტებისგან”, განაცხადა ბოუჩერმა.

This post is also available in: English (ინგლისური)