რუსეთის სათათბირო აფხაზეთის ავოტნომიის საკითხს განიხილავს

(თბილისი, 28 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – 5 მარტს რუსეთის სათათბირო აფხაზეთისთვის ავტონომიის მინიჭების საკითხს განიხილავს, განაცხადა სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი რაგოზინმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას რაგოზინმა აღნიშნა, რომ განხილვას რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

28 თებერვალს გამართულ საპარლამენტო სხდომაზე პარლამენტის წევრებმა განაცხადეს, რომ რუსეთის სათათბიროს განზრახვა საქართველოს წინააღმდეგ აშკარა აგრესიად შეიძლება ჩაითვალოს.

საქართველოს პარლამენტის წევრები თვლიან, რომ რუსეთი საქართველოში ამერიკელი სამხედროების  ჩამოსვლით შეშფოთებულია და საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარებით ემუქრება.   

This post is also available in: English (ინგლისური)