ავღანელი ტერორისტები აფხაზეთის გავლით ევროპაში გადადიან – აცხადებს ხაბურძანია

(თბილისი, 28 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანაია აცხადებს, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს 5 ავღანელი ტერორისტი, რომლებიც აფხაზეთის გავლით ევროპაში გადასვლას აპირებდნენ.

“მე არ გამოვრიცხავ, რომ როგორც პანკისში, ასევე აფხაზეთში შეიძლება არაბი ტერორისტები იმყოფებოდნენ,” განაცხადა ხაბურძანიამ.

თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ პანკისის ხეობიდან აფხაზეთში ტერორისტები თავად საქართველოს გადაჰყვას. ოფიციალური თბილისი ამ ბრალდებას უარყოფს. 

This post is also available in: English (ინგლისური)