საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა დადასტურდა
(თბილისი, 2 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ გუშინ, 1 მარტს, საქართველოს საჰაერო სივრცე დაირღვა. დღის 1 საათზე არხოტის თავზე, პანკისის ხეობაში, ორი ვერტმფრენი დაფიქსირდა, ხოლო 2 საათზე ორი რეაქტიული სამხედრო ვერტმფრენი კოდორის ხეობის თავზე შეამჩნიეს სასაზღვრო ჯარებმა. არსებული მონაცემებით, ვერტმფრენები და საბრძოლო თვითმფრინავები 3-დან 4 ათასი მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თქმით, ისინი რუსეთს ეკუთვნოდნენ. რუსეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლები მათ მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფენ. რუსეთი კვლავ გაცხარებულია იმ ანტიტერორისტული კამპანიის გამო, რომელიც პანკისის ხეობაში აშშ-ის დაფინანსებით უნდა გახორციელდეს.
This post is also available in: English (ინგლისური)