შერვარდნაძე ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების საქართველოში ყოფნას ადასტურებს

(თბილისი, 4 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “ოთხი ამერიკელი ინსტრუქტორი უკვე საქარტველოში იმყოფება, რამოდენიმეც უახლოეს მომავალში ჩამოვა,” განაცხადა 4 მარტს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე Eდუარდ შევარდნაძემ.

ამჟამად საქართველოში მყოფი ამერიკელი სპეციალისტები სამხედრო ინჟინრები არიან, რომლებიც იმ ობიექტებს შეაფასებენ, რომლებზეც ქართული ქვედანაყოფების გაწვრთნა წარიმართება.

აშშ ინსტრუქტორებმა საქართველოს თავდაცვის სამინიტსროს ოთხი ბატალიონი და ერთი ასეული უნდა გაწვრთნან.

This post is also available in: English (ინგლისური)