შოხუმი აცხადებს რომ ქართული მხარის ომისთვის ემზადება

(თბილისი, 4 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – აფხაზეთის თვითაღიარებული სახელმწიფოს უშიშროების სამინისტროს განცხადებით, მათ გააჩნიათ ინფორმაცია, რომ ქართული მხარე აფხაზეთთან ომისთვის ემზადება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ განცხადებას უარყოფს. 4 მარტის ბრიფინგზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ იგი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ძალით მოგვარების წინააღმდეგია.

სავარაუდოდ, აფხაზური მხარე საქართველოს უშიშროების მინისტრის ხაბურძანიას განცადებამ შეაშფოთა, რომელის თქმითაც ავღანელი ტერორისტები არამარტო პანკისში, არამედ აფხაზეთშიც არიან. 

This post is also available in: English (ინგლისური)