“საქგაზმა” თბილისს გაზით მომარაგება შეუწყვიტა

(თბილისი, 5 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს დილით ენერგოკომპანია “იტერამ” თბილისს გაზით მომარაგება შეუწყვიტა. მისი თქმით, “თბილგაზმა” დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა და მის მიერ იანვარში მოხმარებული გაზის საფასურის დავალიანებამ 1 400 000 ლარი შეადგინა.

იანვარში მოხმარებული გაზის საფასური “თბილგაზს” “იტერას” შვილობილი კომპანია “საქგაზისთვის” მიმდინარე წლის 15 თებერვლამდე უნდა გადაეხადა.

სადღეისოდ “თბილგაზის” დავალიანება 26 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო საქართველოს მომხმარებელთა საერთო დავალიანება ენერგოკომპანია “იტერასადმი” 90 მილიონ აშშ დოლლარია.

This post is also available in: English (ინგლისური)