შევარდნაძეს აშშ-ში საქართველოს ელჩის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნა სურს
(თბილისი, 6 მარტი, "სივილ ჯორჯია") – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 5 მარტს სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ საქართველოს ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში თედო ჯაფარიძე ყველაზე შესაფერისი კანდიდატია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე.
პოსტი ვაკანტურია მას შემდეგ, რაც 25 თებერვალს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ საჯაიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პრეზიდენტი თედო ჯაფარიძის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებულებას 6 მარტს მოაწერს ხელს.
1992-94 წლებში თედო ჯაფარიძე სახელმწიფოს მეთაურის ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იყო ეროვნული უშიშროების საკითხში.
This post is also available in: English (ინგლისური)