საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ჩამოდის

(თბილისი, 6 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის განყოფილების დირექტორი ჯუდი ო’კონორი დღეს თბილისში ჩამოდის, აცხადებს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა თბილისში.

7-8 მარტს ქ-ნ ო’კონორი შესვდება საქართველოს პრესიდენტს, სახელმწიფო მინისტრს, დეპუტატებსა და სხვა სახელმწიფო მოხელეებს.

შეხვედრებისას ქ-ნ ო’კონორი ქართულ მხარესთან ერთად მომავალი სამი წლის მანძილზე საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას განიხილავს. მხარდაჭერა განხორციელდება სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური განვითრების პროგრამას, ენერგო სექტორის რეფორმირებასა და მსოფლიო ბანკის მიმიმდინარე სხვა პროგრამებთან მიმართებაში. 

 

This post is also available in: English (ინგლისური)