საქართველოსადმი აშშ-ის სამხედრო დახმარების ფორმატი იცვლება
აშშ-ის დესანტის საქართველოში გადმოსხმის შესაძლებლობას გამორიცხავენ ქართველი ექსპერტებიც. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტის არჩილ გეგეშიძის აზრით, აშშ-ის გეგმები საქართველოსთან მიმართებაში ამ რეგიონში მისი ინტერესების მკვეთრ ზრდაზე მეტყველებს. პირველი ეტაპი საქართველოსთვის 6 იროკეზის ტიპის ამერიკული ვერტმფრენების გადაცემასა და მათი პილოტაჟის მომზადებას ითვალისწინებდა. ამერიკელი ინსტრუქტორები, რომლებიც ქართველ პოლოტებს ამზადებენ, საქართველოს ოქტომბერში დატოვებენ. მხოლოდ ეს პროგრამა აშშ-ის 15 მილიონი დოლარი დაუჯდა. ამჯერად საქართველოში იმყოფება ამერიკელ სამხედრო ექსპერთა გუნდი, რომელიც რეგიონში არსებულ ვითარებს შეიწავლიან და საქართველოს ტექნიკური თვალსაზრისით დაეხმარებიან. ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოში ამჯერად იმყოება 4 სამხედრო ექსპერტი, რომლებიც საქართველოს სამხედრო სფეროში არსებულ ვითარებას სწავლობენ. პროგრამის მესამე ეტაპი “წვრთისა და აღჭურვის” პროგრამას წარმოადგენს. მარტის მეორე ნახევრიდან ამერიკელი სამხედრო ექპერტები ქართველ ჯარისკაცებს გაწვრთნიან და ანტიტერორისტული ოპერაციისთვის მოამზადებენ. პროგრამა მაქსიმუმ სამი თვე გაგრძელდება. პროექტის ყველა ეტაპი არის ნაწილი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის რამდენიმე წლის წინ დადებული ხელშეკრულებისა ???????, რომელიც სამხედრო სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. პროგრამა “წვრთნა და აღჭურვა”, რომელიც აშშ-ის მთავრობას რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი უჯდება, საქართველოს სწრაფი რეაგირების ძალების ოთხი გრიგადისა და ერთი ასეულის წვრთნასა და გადაიარაღებას ითვალისწინებს. “წვრთნასა და აღჭურვაში” დაახლოებით 200 ამერიკელი ექსპერტი იქნება ჩართული, თუმცა ისინი პროგრამაში მონაწილეობას ეტაპობრივად მიიღებენ. პროგრამის კოორდინატორი ამერიკის მხრიდან არის აშშ-ის თავდაცვის მდივნის მრჩეველი საქართველოს-სომხეთის საკითხებში ოთარ შალიკაშვილი. საქართველოსა და აშშ-ის შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა ახალი არ არის. თავდაპირველად ის ნავთობსადენის დაცვასა და ტრასეკას უსაფრთხოებაზე იყო ორიენტირებული, თუმცა ჩეჩნეთში ვითარების ესკალაციის, განსაკუთრებით კი 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ პროგრამაში გარკვეული კორექტივები იქნა შეტანილი. ის პარამეტრები, რომლებსაც ხელშეკრულება მანამადე ითვალისწინებდა, არასაკმარისი აღმოჩნდა. თანამშრომლობის ახალი პარამეტრების ჩამოყალიბება 2001 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაიწყო. “მოხდა თანამშრომლობის დროში დაჩქარება და მისი სპეციფიკის შეცვლა”, აცხადებს მირიან კიკნაძე. “ახლა ეს პროგრამა გულისხმობს იმ გამოცდილებისა და ინფორმაციის საქართველოსთვის გაზიარებას, რომელიც ამერიკის შეიარაღებულ ძალებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გააჩნიათ”. “ახალი პროგრამა არ გულისხმობს საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებას”, აცხადებს თავდაცვის მინისტრი დავით თევზეძე. თუმცა ის განიხილება, როგორც ამერიკის მიერ მსოფლიოში წარმართული ანტიტერორისტული კამპანიის ნაწილი. საქართველოს აშშ ცოცხალი ძალით საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაშიც კი არ დაეხმარება, აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მირიან კიკნაძე. “საბრძოლო მოქმედებების აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ გვაყვს იმ რაოდენობის ცოცხალი ძალა, რომ თავად დავიცვათ ჩვენი ტერიტორია. აშშ-ის რეინჯერების საქართველოში განლაგება გამორიცხულია”, ამბობს ის. ექსპერტების აზრით, დღემდე აშშ და მთლიანად ნატო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქეთის საშუალებით ეხმარებოდა. ახლა კი ამერიკის როლი საქართველოს სამხედრო სფეროს განვითარებაში აშკარად გამოჩნდა. დასავლეთის დაინტერესება საქართველოთი იმითაც გამოიხატება, რომ გასული წლის ივნისში საქართველოში ჩატარდა ნატო-ს სამხედრო წვრთნები “პარტნიორობა მშვიდობისათვის”. ანალოგიური სახის წვრთნები წელსაც იგეგმება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია
აშშ-ის მხრიდან საქართველოს სამხედრო სფეროში დახმარების დეტალები 1 მარტს აშშ-ის თავდაცვის მდივნის რონალდ რამსფელდისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაირკვა. რამსფელდის განცხადებით, აშშ საქართველოს სამხედროების წვრთნასა და გადაიარაღებაში საკმაოდ ფართოდ დაეხმრება, თუმცა თავად ამერიკელი ჯარისკაცები სამხედრო ოპერაციებში ჩართუნი არ იქნებიან.
This post is also available in: English (ინგლისური)