რუსეთის სათათბირომ საქართვეოს შესახებ განცხადებას იღებს
(თბილისი, 6 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – 6 მარტს რუსეთის სასათბირომ საქართველოსში შექმნილ სიტუაციის შესახებ განცხადება მიიღო. რუსეთის მხარის განცხადებით, მათ ესმით, რომ საქართველო უცხო ქვეყნის სამხედრო დახმარებას საჭიროებს, მაგრამ მათ უკმაყოფილება გამოთქვეს იმის შესახებ, რომ საქართველომ უარყო რუსეთის შეთავაზება დახმარებაზე და ამერიკა არჩია. `რუსეთის პარლამენტარების აზრით საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკელების შემოსვლა, კავკასიის რეგიონში სიტუაციის კიდევ უფრო გაართულებს,” ნათვამია დადგენილებაში. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, კი აღნიშნულია, რომ რუსეთი კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას ემხრობა. თუმცა იტოვებს უფლებას “ეს საკითხი შემდგომში სხვა კუთხით განიხილოს.”
This post is also available in: English (ინგლისური)