გადაწყვეტილება აშშ-ის სამხედრო ბაზის საქართველოში განლაგების შესახებ არ არსებობს – შევარდნაძე
(თბილისი, 8 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “აშშ-ის სამხედრო ბაზების საქართველოში განლაგების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 7 მარტს ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება რუსეთთან ურთიერთობასა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ცოტა ხნით ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ საქართველოს სამხედრო ბაზას სავარაუდოდ ერაყზე თავდასასხმელად გამოიყენებდა.
This post is also available in: English (ინგლისური)