შევარდნაძე მსოფლიო ბანკს დახმარების შეუზღუდავად გაგრძელებას თხოვს

(თბილისი, 9 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “საქართველომ ვერ შეასრულა მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები, თუმცა მე მაინც განვაგრძობ მისთვის ფინანსური დახმარების თხოვნას”, განაცხადა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონის განყოფილების დირექტორთან ჯუდი ო’კონორთან შეხვედრის შემდეგ.

შევარდნაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკა კრიზისიდან გამოდის და მსოფლიო ბანკმა ეს უნდა გაითვალისწინოს.

ჯუდი ო’კონორმა დაადასტურა, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 20%-ით შემცირებას გეგმავს. ამის მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ რეფორმების გაუტარებლობა და კორუფციის წინააღმდეგ უშედეგო ბრძოლაა.

This post is also available in: English (ინგლისური)