შევარდნაძე იმედოვნებს, რომ “მოქკავშირი” ოპოზიციური პარტია არ გახდება
(თბილისი, 11 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ გაკვირვება გამოხატა იმ განცხადების გამო, რომელიც “მოქალაქეთა კავშირის” რეფორმატორულმა ნაწილმა ფრაქციის ოპოზიციურად ჩამოყალიბების შესახებ გააკეთა. “ეს უცნაურია იმიტომ, რომ ასეთი განცხადებები მაშინ კეთდება, როდესაც საქართველოს საგარეო პოლიტიკაში სასიცოცხლო ცვლილებები მიმდინარეობს. თუ პარტია ოპოზიციური გახდება, მე ვერავითარ მიზეზს ვერ ვხედავ, რომ მასში დავრჩე”, განაცხადა პრეზიდენტმა. “თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციაში ყოფნა პარტიის ყველა წევრს არ სურს”, დასძინა მან. გასულ კვირას პარტიის ერთმა ნაწილმა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას მეთაურობით განაცხადა, რომ ის “მოქკავშირის” სახელის შეცვლას და მის ოპოზიციურ პარტიად ქცევას აპირებდა. პრეზიდენტმა შევარდნაძემ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა გასული წლის სექტემბერში დატოვა და მის რიგით წევრად იქცა.
This post is also available in: English (ინგლისური)