შევარდნაძე იმედოვნებს, რომ მსოფლიო ბანკი ფინანსურ დახმარებებს არ შეამცირებს
(თბილისი, 11 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “მსოფლიო ბანკი საქართველოს ბოლოდროინდელ ეკონომიკურ განვითარებას შეაფასებს. ვიმედოვნებ, რომ ეს შეფასება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შუქს მოჰფენს, ასე რომ მსოფლიო ბანკისათვის შესაძლებელი გახდება ფინანსური დახმარებების გაზრდა,” განაცხადა 11 მარტს პრეზიდენტმა შევარდნაძემ მის ტრადიციულ რადიო ინტერვიუში. მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი ჯუდი ო’კონორი 7-8 მარტს საქმიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. მან დაადასტურა, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს ფინანსურ დახმარებას 2003 წლიდან 20%-ით შეუმცირებს. მსოფლიო ბანკი უკმაყოფილოა საქართველოს ეკონომიკაში უკანასკნელ ხანებში განხორციელებული რეფორმებითა და ქვეყანაში არსებული კორუფციის მაღალი დონით. `მსოფლიო ბანკის მოვალეობაა მის წევრ ქვეყნებში სიღარიბის დონე შეამციროს. გულახდილად რომ გითხრათ, საქართველო ამ საკითხში მოიკოჭლებს,” განაცხადა 8 მარტს ჯუდი ო’კონერმა.
This post is also available in: English (ინგლისური)