სააკაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ ექს-მინისტრის კონტროლქვეშაა
(თბილისი, 12 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – ახალი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს კობა სამინისტროში ყოფილ შს მინისტრის კახა თარგამაძის გავლენის მოსპობისკენ მოუწოდა. “შინაგან საქმეთა მინისტრიეს ყველა მოადგილე თარგამაძის დროს არის დანიშნული და დღესაც მისგან იმართებიან”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე. ყოფილი შს მინისტრი კახა თარგამაძე გასული წლის ნოემბერში იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციებს მის და მთავრობის სხვა რამდენიმე წევრის გადადგომას მოითხოვდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური)