კოდორში არსებული სიტუაცია რუსეთს აშფოთებს

(თბილისი, 13 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე იაკოვენკომ 12 მარტს განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში არსებული სიტუაცია სერიოზულია და რეგიონში მშვიდობას საფრთხეს უქმნის.

რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა საქართველოს კოდორის ხეობის ზედა ყელიდან სამხედრო შენაერთების გაყვანისკენ მოუწოდა.

საქართველოსა და აფხაზეთის მხარეს ხელი აქვთ მოწერილი პროტოლოლზე, რომელიც ხეობიდან ქართული საჯარისო შენაერთების გაყვანას ითვალისწინებს.

საქართველოს საგანგებო საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე აცხადებს, რომ აფხაზეთის მხარე ვერ უზრუნველყოფს კოდორის ხეობის მოსახლეობის უსაფრთხოებას იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იქიდან შეიარაღებულ ძალას გამოიყვანს.

14 მარტის საპარლამენტო სესიაზე დეპუტატები აფხაზეთის საკითხსა და კოდორიდან შეიარაღებული ძალის გაყვანის საკითხს განიხილავენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გასული წლის ოქტომბერში პანკისის ხეობაში დაახლოებით 350 სამხედრო გადაისროლა, როდესაც სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზურ და ქართულ-ჩეჩნურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა.

This post is also available in: English (ინგლისური)