საქართველოს თურქეთის იუსტიციის მინისტრი სტუმრობს
(თბილისი, 13 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – თურქეთის იუსტიციის მინისტრი ჰიქმეთ სამი თურქი საქართველოს 13-16 მარტს ესტუმრება. ჰიქმეთ სამი თურქი მის ქართველ კოლეგასთან როლანდ გილიგაშვილთან ერთად თანამშრომლობის პროტოკოლს მოაწერს ხელს. თურქეთის იუსტიციის მინისტრი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და სხვა ქართველ სახელმწიფო მოხელეებს. This post is also available in:
English (ინგლისური)