ინვესტორები და საქართველო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენზე შეთანხმებას აწერენ ხელს
(თბილისი, 14 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს მთავრობა და უცხოელი ინვესტორები დღეს ხელს აწერენ შეთანხმებას, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენის მშენებლობას ეხება. საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კორპორაცია იუწყება, რომ გაზსადენის მშენებლობა შეთანხმებაზე ხელმოწერისთანავე დაიწყება. 19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ბაქო-თბილისი-ერზრუმის ნავთობსადენის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. პრეზიდენტ შევარდნაძის თქმით, 2004 წლიდან საქართველო ბაქო-თბილისი-ერზრუმის ნავთობსადენიდან ყოველწლიურად 175 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. ნავთობსადენი საქართველში 245 კილომეტრი სიგრძის იქნება. ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი ამუშავების შემდეგ საქართველო დამოუკიდებელი გახდება რუსული ენერგოკომპანია იტერესაგან, რომელიც ამჟამად საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ერთადერთი მიმწოდებელია. ენერგორესურსების ტრანზიტი – ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარანტი This post is also available in:
English (ინგლისური)