აშშ გაზსადენის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

(თბილისი, 15 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – აშშ საქართველოს ენერგო სფეროში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის საგანგებო მრჩეველმა კასპიის ზღვის ენერგორესურსების საკითხში სტივენ მანმა 14 მარტს პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს მთავრობამ და უცხოელმა ინვესტორებმა გუშინ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მშენებლობის დაწყებას ითვალისწინებს.

“ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოსთვის უსაფრთხოება ძალიან სერიოზული საკითხია და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მხრივ წარმატებას მივაღწევთ”, განაცხადა სტივენ მანმა

This post is also available in: English (ინგლისური)