შევარდნაძე ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება

(თბილისი, 18 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 18-21 მარტს ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება.

პრეზიდენტი ბრიუსელში შეხვდება ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებს და მათთან ერთად საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს.

ედუარდ შევარდნაძე ბრიუსელში გერმანიიდან გადავიდა, სადაც ის შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს იოშკა ფიშერს.

This post is also available in: English (ინგლისური)