საქართველო პანკისის ხეობას აკონტროლებს – ამბობს შევარდნაძე

(თბილისი, 19 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – 18 მატრს პრეზიდენტმა შევარდნაძემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების, უშიშროებისა და თავდაცვის საკითხთა კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში საქართველო მთავრობა სიტუაციას ბოლომდე აკონტროლებს.

კომიტეტის სხდომაზე ედუარდ შევარდნაძე სიტყვით გამოვიდა. მან საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე კომენტარი გააკეთა.

“პანკისის პრობლემა ჩეჩნეთის ომის გამოხმაურებაა. რამოდენიმე რუსი პოლიტიკოსი განაწყენებულია, რომ საქართველომ უარი თქვა პანკისის ხეობაში ერთიან რუსულ-ქართულ სამხედორო ოპერაციაზე,” განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური)