პენტაგონი საქართველოს სამხედრო დახმარების ბოლო ეტაპს განიხილავს

(თბილისი, 19 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “მდგომარეობა კვლავინდებურად არ შეცვლილა, ჩვენ საბოლოო დეტალებს ვამუშავებთ,” განაცხადა 18 მარტს გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის წარმომადგენელმა ვიქტორია კლარკმა.

“ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ მათ [საქართველოს და იემენს] ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამჟამად ჩვენ ამ გეგმის ბოლო დეტალებს განვიხილავთ,” განაცხადა კლარკმა.

აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორები საქართველოში თავდაცვის სამინისტროს ოთხი ქვედანაყოფის გასაწვრთნელად უახლოეს დღეებში ჩამოვლენ.

This post is also available in: English (ინგლისური)