საქართველოს ევროკავშირში შესავლა სურს – აცხადებს შევარდნაძე
(თბილისი, 19 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ძირითადი სურვილი ევროკავშირში შესვლაა,” განაცხადა 18 მარტს ედუარდ შევარდნაძემ ევრო პარლამენტის საგარეო ურთიერთობების, უშიშროებისა და თავდაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება “არ არის ხვალინდელი პერსპექტივა, ეს ახლო მომავალში განხორციელებადია.” პრეზიდენტი ბრიუსელში 18-19 მარტს იმყოფებოდა. 18 მარტს იგი ევროკავშირის საბჭოს გენერალურ მდივანს ხავიერ სოლანას და ნატოს გენერალურ მდივანს ლორდ რობერტსონს შეხვდა. 19 მარტს დაგეგმილია შეხვედრა ევრო კომისიის პრეზიდენტთან რომანო პროდისთან და საგარეო ურთიერთობათა კომისართან კრისტოფერ პატენთან.
This post is also available in: English (ინგლისური)