გია ჯოხთაბერიძე წინასწარ პატიმრობაში რჩება

თბილისის საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რის შედეგადაც  გია ჯოხთაბერიძე კვლავ სამთვიან წინასწარ პატიმრობაში რჩება.


სასამართლომ უარი განაცხადა ჯოხთაბერიძის თავდებში გამოშვებაზე, მიუხედავად იმისა რომ მისი ოჯახი 2 მილიონის ლარის გადახდაზე იყო თანახმა.


გენერალური პროკურატურა ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიძეს გადასახადების დამალვაში სდებს ბრალს.


საქართველოს უდიდესი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის ხელმძღვანელი გია ჯოხთაბერიძე 20 თებერვალს თბილისის აეროპორტში დააკავეს.


„ეს არის პოლიტიკური დევნა ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ“, – განუცხადა ჯოხთაბერიძის მეუღლემ და ედუარდ შევარდნაძის შვილმა მანანა შევარდნაძემ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის შემდეგ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)