აშშ სამხედრო ექსპერტები საქართველოში თანდათანობით ჩამოდიან

(თბილისი, 25 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში ჯერ აშშ-ის სამხედრო ინჟინრები ჩამოვლენ. მოგვიანებით მათ ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები მოჰყვებიან.

30-40 ინსტრუქტორი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბატალიონებს გაწვრთნის.

სამხერო ინსტრუქტორების ძირითადი ნაწილი საქართველოში წვრთნების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ჩამოვა.

ამერიკელი ინსტრუქტორები 2000 ქართველ ჯარისკაცს პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოჯპერაციის განხორციელებისთვის მოამზადებენ.

This post is also available in: English (ინგლისური)