შევარდნაძე იმედოვნებს, რომ “მოქკავშირი” ოპოზიციაში არ გადავა

(თბილისი, 25 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტი შევარდნაძე იმედს გამოთქვამს, რომ “მოქალაქეთა კავშირის” ყრილობა პარტიის ოპოზიციაში გადასვლის წინააღმდეგი იქნება.

“მოქკავშირის” რეფორმატორული ფრთა, რომელსაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობს, პარტიის ლიდერობასა და მის ოპოზიციურად გარდაქმნას ცდილობს.

“მოქკავშირის” მხოლოდ ერთი ნაწილი ვერ გადაწყვეტს, პარტია ოპოზიციური უნდა გახდეს თუ არა. ეს პარტიის ყრილობამ უნდა გადაწყვიტოს”, განაცხადა ედუარდ შევადნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მას შემეგ რაც პრეზიდენტმა “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარის პოსტი დატოვა, რეფორმატორთა ლიდერი ზურაბ ჟვანია და ქვემო ქართლის გამგებელი ლევან მამალაძე ერთმანეთს პარტიის სადავეების ხელში ჩაგდებაში ეცილებიან.

This post is also available in: English (ინგლისური)