რუსმა მშვიდობისყოფელებმა ქართული სოფლის მკვიდრი დაჭრეს
(თბილისი, 26 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – გუშინ გვინ ღამით სოფლის რუსი მშვიდობისმყოფელების მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლეაზე თავდასხმის შედეგად სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი დაიჭრა. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, სამშვიდობო ძალების ჯარისკაცები სოფელში ჯავშანტრანსპორტიორით შვიდნენ და მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. მოსახლეობის თქმით, ჯარისკაცები ნასვამები იყვნენ. ამ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე შეიარაღებული შეტაკება მოხდა რუს მშვიდობისმყოფელებსა და სავარაუდოდ ქართველ პარტიზანებს შორის. რუსი სამშვიდობო ძალების საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ყოფნის მანდატი 2002 წლის ივნისში წყდება. ადგილობრივი მოსახლეობა და აფხაზეთიდან დევნილნი მათ უნდობლობას უცხადებენ. სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონიდან გაყვანას საქართველოს პარლამენტიც ითხოვს და აცხადებს, რომ დღემდე მათ კონფლიქტის ზონაში ყოფნას კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის საქმეში შედეგი არ მოჰყოლია.
This post is also available in: English (ინგლისური)