საქართველოს საფრანგეთის სამხედრო დელეგაცია სტუმრობს

(თბილისი, 26 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს სამთო დივიზიის დელეგაცია საქართველოში ვიზიტით 26-29 მარტს იმყოფება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საფრანგეთის დელეგაცია ქართულ მხარესთან ერთად ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხს განიხილავს.

საფრანგეთის სამხედრო დელეგაცია საჩხერის სამთო ბატალიონსა და საზღვრის დაცვის რამდენიმე დანაყოფს მოინახულებს.

This post is also available in: English (ინგლისური)