აფხაზეთში მომხდარმა აფეთქებამ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
(თბილისი, 27 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – 27 მარტს აფხაზეთის ტერიტორიაზე მატარებლის ვაგონის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა. მატარებელი ოჩამჩირედან ფსოუს მიმართულებით მიდიოდა. აფხაზეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლების განცხადებით, ტერორისტული აქტი ქართველმა პარტიზანებმა განახორციელეს, რომელებსაც ოფიციალური თბილისი მფარველობს. საქართველოს უშიშროების სამინისტრო აფხაზეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებში საქართველოს მონაწილეობას უარყოფს. ქართველომა პარტიზანების განცხადებით ისინი აგვისტოსმდე აფხაზეთში არანაირ ოპერაციას არ განახორციელებენ, რათა მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარებას არ შეეშალოს ხელი.
This post is also available in: English (ინგლისური)