ოფიციალური თბილისი აფხაზეთში მომხდარ ფაქტთან კავშირს უარყოფს
(თბილისი, 27 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს უშიშროების სამინისტრო უარყოფს თვიმარქვია აფხაზეთის წარმომადგენლების ბრალდებას, თითქოს აფხაზეთში მომხდარი ტერორისტული აქტი საქართველოს სპეცსამსახურების მიერ იყოს დაგეგმილი. დღეს თვითაღიარებულ რესპუბლიკაში სატვირთო მატარებლის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაიჭრა. აფხაზები ირწმუნებიან, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა და საქართველოს სპეცსამსახურებმა მოამზადეს. გუშინ, 26 მარტს, თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ იგეგმება პროვოკაცია, რომელიც საქართველოს აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური)