აშშ-ის გეგმებმა შეიძლება რუსული ბაზების გაყვანა გადადოს
(თბილისი, 29 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – აფხაზეთში ვითარების დაძაბვამ და აშშ-ის სამხედროების სავარაუდო ჩამოსვლამ საქართველოში შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების გაყვანაზე, განაცხადა გუშინ, 28 მარტს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა. საქართველო რუსეთის სამხედრო დანაყოფების ბათუმისა და ახალქალაქის ბაზებიდან გაყვანას 3 წლის ვადაში მოითხოვს, ხოლო რუსეთი ირწმუნება, რომ ბაზების გაყვანა 14 წელს საჭიროებს. ივანოვის განცხადებით, აშშ-ის ჯერ კიდევ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით. მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ ახლა მაინც შეიტანს ცვლილებებს საქართველოსთან მიმართებით მის გეგმაში.
This post is also available in: English (ინგლისური)