ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი ადამიანი დააკავეს

(თბილისი, 1 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს უშიშროების მინისტრმა 31 მარტს დაადასტურა, რომ ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

უზენაესმა სასამართლომ ეთნიკურ ჩეჩენ ისლამ საიდაიევსა და ზურაბ ხანგოშვილს სამი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

საიდაიევის ადვოკატი ირწმუნება, რომ ეჭვმიტანილი ჟურნალისტია და ის იცნობს ჩეჩენ საველე მეთაურებს, თუმცა ეს არ ადასტურებს მის კავშირს ტერორისტებთან.

This post is also available in: English (ინგლისური)