ფინანსთა მინისტრი ბიუჯეტის წარმატებით კმაყოფილია
(თბილისი, 2 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ 2002 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი წარმატებით შესრულდა. “ამ მხრივ ერთადერთ პრობლემად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა რჩება”, აღნიშნა ნოღაიდელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის თქმით, გასული სამი თვის მანძილზე აჭარამ უარი თქვა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 7 მილიონი ლარი გადმოერიცხა. გაზაფხულის დასასრულს აღმასრულებელი მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენებით უნდა გამოვიდეს.
This post is also available in: English (ინგლისური)