საქართველოში აშშ-ის სამხდროების გამოჩენა სომხეთს არ აშფოთებს
(თბილისი, 5 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – გუშინ, 4 აპრილს, სომხეთის პარლამენტმა დახულ კარს მიღმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილა. როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრიმა ვარდან ოსკანიანმა სხდომის მსვლელობისას განაცხადა, აშშ-ის სამხედროების საქართველოში “არსებული ფორმით” გამოჩენა ერევნისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, იუწყება სომხური საინფორმაციო სააგენტო მედიამაქსი. სომხეთის თავდაცვის მინისტრის სერჟ სარკისიანის განცხადებით, სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ სახეს მიიღებს აშშ-ის გეგმები საქართველოში. აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორები საქართველოში აპრილის ბოლოსთვის ჩამოვლენ, რათა ქართველი ჯარისკაცები ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის მოამზადონ.
This post is also available in: English (ინგლისური)