თავდაცვის სამინისტრო ჩეჩნების იარაღით მომარაგებას უაყოფს

(თბილისი, 5 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოსცა განცხადება, სადაც უაყოფს რუსი სახელმწიფო მოხელეების ბრალდებას, თითქოს საქართველო ჩეჩენ მეომრებს იარაღით ამარაგებს.

მარტში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ჩეჩნეთში ცა-ვედენოში აღმოჩენილი იყო “იგლას” ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარი, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა.

“საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საერთოდ არ გააჩნიათ “იგლას” ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარი. ასეთი მცდარი ცნობების გავრცელება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობას ძაბავს”, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

მარტის მიწურულს საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ არ გამორიცხა, რომ ჩეჩენ მებრძოლებს იარაღი ახალქალაქში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზიდან მიჰყიდეს.

This post is also available in: English (ინგლისური)