საქართველოს უშიშროების მდივანი ვოშინგტონში

(თბილისი, 8 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს უშიშროების მდივანი თედო ჯაფარიძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

პრეზიდენტ შევარდნაძის თქმით, ვიზიტის ძირითადი თემა აფხაზეთის პრობლემაა.

პრეზიდენტმა მის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ თედო ჯაფარიძე უკვე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ხოლო დღეს, 8 აპრილს, დაგეგმილია მისი შეხვედრა თეთრი სახლის წარმომადგენლებთან.

შევარდნაძემ არ დააკონკრეტა  სხვა რა საკითხები განიხილება საქართველოს უშიშროების შეფის ვიზიტისას ვოშინგტონში.

სავარაუდოდ, საქართველოსადმი აშშ-ის სამხედრო დახმარება შეხვედრების მთავარ თემას წარმოადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური)