საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანში

(თბილისი, 9 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე 9-12 აპრილს ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

აზერბაიჯანელ კოლეგასთან საფარ აბიევთან შეხვედრისას დავით თევზაძე განიხილავს ორმხრივი სამხედრო თანამშრობლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.

საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები ვიზიტის შედეგებზე პროტოკოლს მოაწერენ ხელს.

This post is also available in: English (ინგლისური)