დემონსტრანტებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას

(თბილისი, 9 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – ორასამდე ადამიანი დღეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივს მისაგებად პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა.

13 წლის წინ საბჭოთა კავშირის სპეციალურმა ჯარებმა თბილისში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი დემონსტრაცია ძალისმიერი მეთოდებით დაშალეს და 21 ადამიანი მოკლეს, რომელთაგან უმეტესობა ქალები და ახალგაზრდები იყვნენ.

მთავრობის სახლის წინ შეკრებილნი საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ.

1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სწორედ ამ ტრაგიკულ დღეს დაღუპულთა პატივსაცემად გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა.

ქვეყნის პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დღეს პატივი მიაგეს დაღუპულთა სხოვნას.

This post is also available in: English (ინგლისური)