აფხაზების მძიმე ტექნიკის გაყვანას სამშვიდობოები ზედამხედველობენ

(თბილისი, 10 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს ტყვარჩელის რაიონიდან აფხაზების მძიმე ტექნიკის გაყვანაზე მონიტორინგს რუსეთის სამშვიდობო ძალები აწარმოებენ.

ეს პირობა 2 აპრილს ქართული და აფხაზური მხარეების მიერ ხელმოწერილი პროტოკოლით არის განსაზღვრული.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, თავის მხრივ, შეიარაღებული ძალები კოდორის ხეობის ზედა ნაწილიდან 10 აპრილამდე უნდა გაიყვანოს.

აფხაზურმა მხარემ უკვე გამოხატა ეჭვი, რომ საქართველოს რეგულარული ჯარები კვლავ ხეობაში რჩებიან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მტიცებით, რეგულარული ჯარები ხეობას ეტაპობრივად ტოვებენ, თუმცა სამინისტროს პრესმდივანი დარწმუნებით ვერ აცხადებს, რომ ისინი კოდორიდან დათქმულ დროში გავლენ.

This post is also available in: English (ინგლისური)