საქართველოს საგანგებო საქმეთა მინისტრი მოსკოვს სტუმრობს

(თბილისი, 11 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს საგანგებო საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე დღეს მოსკოვში ჩადის.

12 აპრილს კაკაბაძე მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში და ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვალერი ლოშჩინთან.

საქართველოსა და რუსეთის მაღალჩინოსნები აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.

მას შემდეგ, რაც ლოშჩინი აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა, ეს მისი მისი პირველი შეხვედრა იქნება ქართულ მხარესთან.

This post is also available in: English (ინგლისური)